საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს კახელების უბედურებაზე პოლიტიკური ქულების ჩაწერას ნუ შეეცდებიან.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ბიუჯეტის ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
„კახეთში სიტუცია ჯერ კიდევ რთულია. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გაუსაძლის სიცხეში ხალხი 16-18 საათიან რეჟიმში მუშაობს“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქვეყანაში საარჩევნო პერიოდია და ბევრი პოლიტიკური პარტია ცდილობს ქულების დასაწერად გამოიყენოს კახელების უბედურება.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩვენს კოლეგებს, რომ პოლიტიკური ქულების დასაწერად და თემის პოლიტიზაციისთვის ამ უბედურებას ნუ გამოვიყენებთ“ – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების ჩაწერა მიუღებელია.

















