logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტებზე ისაუბრა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტებზე ისაუბრა
18:58 19.10.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს
დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტულ როლს და აღნიშნა, რომ ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობა და კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ მან წარმატებულ მაგალითად მოიყვანა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად მრავალ ღონისძიებას ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) “ინიციატივაზე და ხაზი გაუსვა ამ დოკუმენტის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის კონცეფციის შემუშავებასა და მის იმპემლემენტაციაში როგორც სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ბიზნესწრეების აქტიურ ჩართულობას. საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის წარმატებული იმპლიმენტაციის პროცესს.

აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისშესახებ შეთანხმების შედეგად ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ზალკალინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო - ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც წელს პირველად, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირთან.

შეხვედრაზე ორგანიზაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხზე. აღინიშნა, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, აქტიურად არიან ჩართულნი, რათა ცალკეულ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში მოქალაქეების ლეგალური დასაქმება მოხდეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა დავით ზალკალიანთან. ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ევროპული ინტეგრაციისპროცესში. უკვე ვხედავთ იმ ხელშესახებ შედეგებს, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. საქართველო განაგრძობს ევროპულ გზაზე სიარულს. თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება ის, თუ რამდენად წარმატებულად განვითარდება ბიზნესი საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს -საბჭოს როლი ამ საკითხში და აქტიურად ვართჩართული ამ პროცესში. ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში სრულყოფილ ინტეგრაციას.“- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს -საბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კრის შლიტერმა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია ბრიუსელში კონფერენციის ჩატარება,რაც ევროკავშირ-საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავებას მოემსახურება.

„დღევანდელ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებით და საინტერესოდ მიმდინარეობს. მომავალ წელს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დაგეგმილი აქვს ბრიუსელში ჩაატაროს კონფერენცია, რომელიც ბიზნესზე იქნება ორიენტირებული, მას ასევე ექნება პოლიტიკური დატვირთვა. გზავნილი უნდა იყოს ერთი, რომ საქართველო არის ნაწილი ევროპული განზომილების“-განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა