logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს
14:05 19.10.2018
ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 10 წლისთავის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, რომ IPRM-ის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობა.

ქართული მხარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, აშშ-მ და ასევე, მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევის ფაქტს ხაზი გაუსვეს და მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ მოუწოდეს. ამის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების და შესრულების, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

მუდმივი საბჭოს სხდომის მონაწილეებს ეცნობათ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია და გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ძირითად საკითხს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა წარმოადგენდა. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთსა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ.

ხსენებულ საკითხზე სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ასევე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროს, ალბანეთის, ისლანდიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ლიხტენშტეინი, სან მარინოსა და უკრაინის სახელით), აშშ-ს, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ; შეშფოთება გამოითქვა IPRM-ის გალის შეხვედრის შეჩერებისა და სექტემბერში, ერგნეთში შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით, რაზეც მოუწოდეს ყველა მხარეს განაახლონ მექანიზმის რეგულარული შეხვედრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს შეღწევის აუცილებლობა. გამომსვლელებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედროების განთავსებითა და ადგილზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს რეგიონებში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის, უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის თაობაზე. აგრეთვე, დელეგაციამ აღნიშნა, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა და აფხაზეთში შემოღებული ე.წ. „დოკუმენტები“, ხელყოფს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

აშშ-ს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეშფოთება რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში, აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ სამხედრო ძალების 2008-წლამდე პოზიციებზე გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა