ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესის დაფინანსება 2013 წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.
ამის შესახებ გვინდაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე საბიუჯეტო ცვლილებების პროეტის განხილვისას განაცხადა.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 162 მლნ ლარი ბოლო გაჩერება არ არის. ამ დაფინანასებას 2013 წლის ბიუჯეტშიც მოჰყვება მსხვილი ასიგნებები“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მხოლოდ 162 მილიონი არ დაიხარჯება, რადგან, მისივე თქმით, კონკრეტულ ადგილებში სამინისტროები სტიქიის დღიდანვე მუშაობდნენ და შესაბამისად, მათი ასიგნებების ხარჯვაც ამ დღიდან დაიწყო.

















