ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შუალედურ ანგარიშს ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოსთან არსებული სამუშაო ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

















