„ლეიბორისტები“ მოითხოვენ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პირად ანგარიშზე 30-30 ათასი ლარი გადაურიცხონ.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ჯარიმის სახით 80 მლნ ლარის გადახდით, მასსა და სააკაშვილს შორის „ძველი სიამტკბილობა“ აღდგა.
ძაგანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და კოალიციის ლიდერს შორის ფარული შეთანხმება არსებობს და აღნიშნული თანხა ივანიშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გასაყალბებლად გადაურიცხა.
„სანაცვლოდ ის დაიბრუნებს საყვარელ ბანკებს, ორივეს კახელების უბედურება ისე აინტერესებთ, როგორც ვირს სახარება“ - განაცხადა ძაგანიამ და პრეზიდენტსა და კოალიციის ლიდერს დაზრალებულებისთვის 30-30 ათასი ლარის გადარიცხვისკენ მოუწოდა.

















