ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, პრეზიდენტის საქმიანობა მხოლოდ საკუთარი პიარია, უფრო ზუსტად კი პიარ–ტყუილი.
"უკვე მეოთხე წელია, თქვენ, პარლამენტში ანგარიშით მოდიხართ და ყველა იმ დასმულ კითხვას, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უმძიმეს პრობლემად აწევს, მუდმივად უპასუხოდ ტოვებთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ ხართ პრეზიდენტი, რომელიც თავის მოღვაწეობას ხალხს უძღვნის. თქვენი საქმიანობა მხოლოდ საკუთარი პიარია, უფრო ზუსტად კი პიარ ტყუილი", – მიმართა ახვლედიანმა სააკაშილს.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობას ძალიან უყვარს ციფრი ხუთი და დაასახელა ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, მათ შორისაა მოსახლეობის გაღატაკების საკითხი და ხელისუფლების მიერ დაპირებული პირობების შეუსრულებლობა.

















