საქართველოს პარლამენტის შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი,
დიმიტრი ცქიტიშვილი და ამავე ჯგუფის წევრი, კახა კუჭავა შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ურლიკ ტიდერსტრომს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა შვედეთის სამეფოს ახალდანიშნულ ელჩთან, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო და მომავალი თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს ეხებოდა.
„ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ ელჩთან. თანამშრომლობის ბევრი მიმართულება განვიხილეთ - დარგობრივი მიმართულებები, კომიტეტებს შორის რა შეიძლება გაკეთდეს, რამდენად კონცენტრირებულად შეიძლება სხვადასხვა თემებზე ვიმუშავოთ მომავალში, იქნება ეს გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, გენდერული თანასწორობის საკითხები, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და სხვა. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო თანამშრომლობის წლები გველოდება შვედეთის ახალ პარლამენტთან და არა მარტო პარლამენტთან. საელჩო მზად არის ამ თანამშრომლობის განვითარებას ყველანაირად შეუწყოს ხელი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

















