IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.
კვლევის შედეგად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 24%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ რესპოდენტთა 7% მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა 21 %-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე.
კვლევა ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 1 500 მოქალაქე.

















