logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში
მამუკა ბახტაძე: მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში
15:02 18.10.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიმბოლურია რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის „აილენდის“ კლასის ორი ხომალდის გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა.

პრემიერ-მინისტრმა ფოთში, ხომალდების გადმოცემის ცერემონიაზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს სანაპირო დაცვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი - „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა. სიმბლურია, რომ ამ ხომალდების გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა და პირველ რიგში მსურს, ჩვენს მეგობრებს და სანაპირო დაცვის მთელ შემადგენლობას ეს იუბილე მივულოცო. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და მე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუახო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა სტრატეგიულ და მაღალ დონეზე ავიდა. შავი ზღვა დღეს და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონრეტულად ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში, მსოფლიოს არქიტექტურაში და მის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ამერიკელ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტურად წარმოდგენილი და უფრო აქტიური როლი შეასრულოს კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების განმტკიცების საკითხში.

კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო თითოეულ თქვეგნაგს დღევანდელი დღე და მშვიდბა და წარმატებები გისურვოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა