„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 90% უკვე შეარჩია.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით სამუშაოები თითქმის დასრულებელია, მხოლოდ რამდენიმე რაიონში წარსადგენი კანდიდატების შერჩევაზე მიმდინარეობს კონსულტაციები.
მისივე განმარტებით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების გვარები კამპანია „კარდაკარშიც“ ფიგურირებენ, რომლის მიზანი ერთგვარი ტესტის ჩატარებაა, რამდენად მისაღებია ამა თუ იმ ქალაქში, რაიონსა თუ რეგიონში მმართველი გუნდის კანდიდატები.
„საბოლოო გადაწყვეტილებას ამ კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ” - აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება საარჩევნოდ პროპორციული სიის ფორმირებას, მაჭავარიანის თქმით, სია არჩევნებამდე დაახლოებით 40-35 დღით ადრე გახდება ცნობილი.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ არჩევნების თარიღი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

















