logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
17:47 17.10.2018
საქართველოსპრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, არად ბენკოს შეხვდა.

შეხვედრის თემა საქართველო-ავსტრიის მჭიდრო ურთიერთობები, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, სამთავრობო რეფორმები, შექმნილი ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი იყო.

პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიელმა დიპლომატმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის მეგობრულ და დინამიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

ავსტრიული მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი - ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით წარმატებულია, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონული მასშტაბის პროექტებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. აგრეთვე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

პრემიერმა ავსტრიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა