logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დავით ბაქრაძე: საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ყოველწლიურად წინ მიიწევს
დავით ბაქრაძე: საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ყოველწლიურად წინ მიიწევს
17:32 17.10.2018
“საქართველო გამოირჩევა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის კუთხით მიღწევებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის მიღმაც. უფრო მეტიც, ჩვენ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ დემოკრატიული განვითარების ყველა სეგმენტში. ჩვენი ხედვა ნათელია, გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა განვაგრძოთ პოზიტიური ტრაექტორიით განვითარება და არაფერი დავიშუროთ საბოლოო მიზნის - ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მისაღწევად” – განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში გამართული დისკუსიის ფარგლებში.

გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში აშშ-ში საქართველოს ელჩისა და საქართველოდან ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს შესახებ მორიგი დისკუსია სახელწოდებით: „Keeping Georgia’s Euroatlantic Future on Track“ გაიმართა.

საკუთარ გამოსვლაში დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველომ 42 პოზიციით გაიუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი მედიის თავისუფლების მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ ციფრული მაუწყებლობის შემოღების შედეგად, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 40-ზე მეტი სატელევიზიო არხი, რომელთაგანაც არცერთი არ ერიდება მთავრობის მისამართით კრიტიკას. ელჩის განცხადებით, ის პროცესები რაც დღეს საქართველოში ამ მხრივ მიმდინარეობს, მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის დამახასიათებელი თვალნათელი მაგალითია.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსვლისას დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებულ პოზიციებსაც. მისი თქმით, ქვეყანა 38-ე პოზიციას იკავებს და მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობისა და მედია თავისუფლების კუთხით საქართველო რეიტინგებში ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყანასაც უსწრებს. აღინიშნა სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი 3 ეტაპის შედეგებიც, რომლის წყალობითაც დღეს არსებობს გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე იუსტიციის უმაღლესი საბჭო; შემოღებულია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისა და მათი არჩევის გამჭვირვალე პრინციპი, ყველაფერი ეს კი იძლევა სასამართლო სისტემაში ჩაურევლობის უფრო მეტ გარანტიას. ამ მხრივ დაინერგა აგრეთვე სასამართლო საქმეების ავტომატურ რეჟიმში გადანაწილების პრინციპი. პირველად იქნა შემოღებული ცალკე და სპეციალიზირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სხვა უმნიშვნელოვანესი სიახლეები.

ელჩის განცხადებით, მზადდება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დაამკვიდრებს სპეციალიზირებულ კომერციულ და საგადასახადო პალატებს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო პირველი იქნება რეგიონში, სადაც შემოღებული იქნება საერთაშორისო არბიტრაჟის პრაქტიკა, რაც ახლახან დაანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს ეყოლება ინგლისურ ენაზე მოქმედი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო წინ წასწევს ქვეყანაში კომერციული დავების წარმოებას დამოუკიდებელი სასამართლოს ფარგლებში.

ელჩი საუბრისას ღია მმართველობასაც შეეხო და განმარტა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიოში 29-ე პოზიციას იკავებს. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში, 2012 წლიდან, საქართველო აუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს და მყარად ინარჩუნებს პოზიტიურ ტრაექტორიას, „ფონდი საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის ამავე მიმართულების ინდექსის მიხედვით კი, ქვეყანა იკავებს მსოფლიოში 30-ე, ხოლო ევროპაში კი მე-20 პოზიციას.

დამსწრე საზოგადოებისთვის სტატისტიკური მონაცემების გაცნობის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს და სხვა მრავალი რეიტინგი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ყოველწლიურად წინ მიიწევს და აუმჯობესებს თავისივე მიღწევებსა და არსებულ გარემოს. მან კმაყოფილება გამოხატა, რომ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ ყოველდღიურ დისკუსიაში. თუმცა ამავე დროს დამოუკიდებელ მედია-სივრცეში, არის სივრცეები ინფორმაციის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისათვის, რაც ხშირად ართულებს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევას. ელჩის განმარტებით, ესეც დემოკრატიული განვითარების თანმდევი და აუცილებელი პირობაა.

გამოსვლის მიწურულს მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე საკმაოდ მგრძნობიარე პერიოდია მოახლოებული არჩევნების გამო. თუმცა, ყოველი არჩევნებიდან მომავალ არჩევნებამდე პერიოდში გარემო უმჯობესდება და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ გასულ წელს, ვაშინგტონში ბაზირებულმა ორგანიზაცია IFES (The International Foundation for Electoral Systems)-მა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დააჯილდოვა როგორც მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო, რომელიც, ამავდროულად, თავად წარსულში იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. ეს ნამდვილად საამაყოა, რადგან სუფევს ზუსტად ის გარემო, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა