logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს
ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს
17:32 17.10.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მისი თქმით, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პირს, ვინც კანონი დაარღვია - ეს იქნება უკანონო ჩანაწერის განხორციელება, მოპოვება, შენახვა თუ გავრცელება.

„მე ველოდები გამოძიების პირველად შედეგებს, რომ დავინახოთ სურათი: ვინ შევიდა, არის თუ არა რეალური ის, რაზეც არის საუბარი, შანტაჟის ენით მოლაპარაკე სუბელიანი ადასტურებს თუ არა რაც თქვა, თუ ეს არის მართლა წინასწარ გააზრებული დადგმული სცენარი? ამდენი ჩანაწერების ფონზე ძალიან მძიმე აღსაქმელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მოქალაქისთვის, ამიტომ, რაღაც წესები უნდა დავიცვათ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც საარჩევნო კამპანიის წარმართვა ასეთი ფსიქოლოგიური ომით ხდება, ეს აწყობს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - ვისაც ამ ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა უნდა. მისი თქმით, ასეთია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დირექტორი და მისი პატრონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს პირდაპირ სისხლისღვრაზე ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ ს ქვეყანაში სისხლი უნდა დაიღვარო.

„რუსთავი2“-ის და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, არ მინდა გამოძიებას დავასწრო და წინასწარ შევიქმნა დასკვნა. ველოდები გამოძიებას დაადგნოს, ვინ იყო შესული? ჰქონდა უფლება თუ არა? რაზეც არის საუბარი, მათ შორის ბოლო ჩანაწერში, რაც გავრცელდა, ეს ჩანაწერი არის თუ არა დადასტურებული იმ პირის მიერ, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა. ზოგადად, ამ თემაზე ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს და თქვენც გთხოვდით, ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს. საგამოძიებო ორგანოები და გამოძიება გვარამიას სტანდარტებით არ მუშაობს, რომელიც თავის დროზე თვითონ იყო პროკურორი და სასამართლოში ცარიელ ყდებს აგზავნიდა, ასეთი სტანდარტებით სასამართლოში დღეს საქმეებიარ იგზავნება” - განაცხადა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა