logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა
გიგი წერეთელი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა
15:25 17.10.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქში იმყოფებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებზე, გიგი წერეთელმა უსაფრთხო გარემოს ფორმირების პროცესში ეუთოს სამთავრობო და საპარლამენტო რგოლების კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეუთოს რეგიონში მზარდი რისკის ქვეშ მყოფი მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენას მონაწილე სახელმწიფოებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა მოსაზრებების შეჯერება და საერთო საჭიროებების უზრუნველყოფა მოხდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან, ანდრეი დანკოსთან შეხვედრისას.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ორგანიზაციაში სლოვაკეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, პარლამენტის სპიკერს მადლობა გადაუხადა.

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს, სახელმწიფო მდივანს ლუკას პარიზეკ და საპარლამენტო ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას სლოვაკეთის, როგორც მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საქმიანობის მიმართულებების განხილვა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად საპარლამენტო დიალოგის ჩართულობის და მისი გაძლიერების მნიშვნელობაზე მსჯელობა წარმოადგენდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა