logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „მაშავის“ 60 წლის იუბილე აღნიშნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „მაშავის“ 60 წლის იუბილე აღნიშნეს
13:20 17.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს „მაშავი“ 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ და სააგენტოს „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილემ, იუვალ ფუქსმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნოდარ კერესელიძემ საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სააგენტოს მიერ ქართველი ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„მაშავი“ საქართველოში არაერთ პროგრამას, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. „მაშავის“ პროგრამების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებმა, ფერმერებმა და მეწარმეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც განვითარების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველია. ჩვენ მადლობას ვუხდით ისრაელის სახელმწიფოს, ჩვენს მეგობარ ხალხს ამ მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. სასიხარულოა, რომ ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

„მოხარული ვარ, რომ „მაშავის“ დაარსებიდან 60 წლის იუბილეს საქართველოში, თბილისში აღვნიშნავთ. მოგეხსენებათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოდან ისრაელში ტრენინგები გაიარა 1500-ზე მეტმა პროფესიონალმა, რომლებიც ისრაელში მიღებული ცოდნით დაუბრუნდნენ სამშობლოს და საკუთარ გამოცდილებას დღესაც უზიარებენ სხვებს. მტკიცედ მწამს, რომ მსგავსი ურთიერთობა ორი სახელმწიფოსა და ორი ერის ურთიერთობას უფრო მეტად აძლიერებს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ.

იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 60 წლის განმავლობაში სააგენტოს მოღვაწეობის შესახებ გადაღებული მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლი.
ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო „მაშავი“ 1958 წელს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩამოაყალიბა, რითაც ათობით განვითარებად ქვეყანას საშუალება მიეცა, გაცნობოდა ისრაელის გამოცდილებას და მიღწევებს, ტექნოლოგიები და ინოვაციები საკუთარ სახელმწიფოში დაენერგა. მსოფლიო მასშტაბით, 132 ქვეყნის 270 ათასი წარმომადგენელი „მაშავის“ პროგრამების მონაწილეა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა