logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება
11:34 17.10.2018
„ნიკა გვარამიას გამონათქვამი არ იყო უბრალო მეტაფორული გამონათქვამი, ეს იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე დღეს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ მათ შეაფასონ ნიკა გვარამიას ეს განცხადება“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს იქნება მათი შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ან ისინი მოახდენენ თვითლუსტრაციას ძალიან მძიმე ფორმით, ან ისინი ერთხელ და სამუდამოდ სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ იმ გამონათქვამს, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ.
„ჩვენ როცა ვამბობთ რომ ეს არის ფაშისტური განცხადება, ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი და ამაში ალბათ მთელი საზოგადოება დაგვეთანხმება. ფაშიზმი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების მოკვეთა ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროდან. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსების ტოტალულ შელახვას. როდესაც ასეთ განცხადებას არ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა იყვნენ თეორიულად ეტალონები ამ სფეროში და ტონის მიმცემები სხვებისთვის, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლამდე განვითარებული პროცესები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უმძიმეს დანაშაულებს, რისი თანამონაწილეც იყო ნიკა გვარამია, კონკრეტულ ადამიანებს კვეთდა ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის სფეროდან და ამაზე ჩუმად იყვნენ ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები. მისივე თქმით, ეს აღარ უნდა განმეორდეს.

„ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა შემოქმედებითი მოღვაწეების გამიჯვნა ჩარეცხილებად და არა ჩარეცხილებად, როგორ ხდებოდა მათი მოკვეთა კულტურის სფეროდან, გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით მაშინ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და რა მეთოდებს უპირისპირებდა მაშინ 2012 წლამდე რეჟიმი. 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ის დანაშაულები, რომლებსაც ჩადიოდა ეს რეჟიმი, გახსოვთ თუ რამდენად აქტიური იყო მაშინ არასამთავრობო სექტორი, შეგიძლიათ შეადაროთ ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებას, ხომ არის აბსოლუტური ცა და დედამიწა. ნიკა გვარამიამ გააკეთა ბოლშევიკური განცხადება და როდესაც ამას არა მარტო ნეგატიურად არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ უფრო მეტიც, შემდეგ მხარდაჭერას უცხადებს, ეს არის უფრო მეტი ვიდრე შემაშფოთებელი. როდესაც საუბარია ადამიანების მოკვეთაზე კულტურის სფეროდან, ეკონომიკის სფეროდან და პოლიტიკის სფეროდან და თუ ამას არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა