პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიცია დემოკრატიული რეფორმებისთვის მზად არ არის და განცხადებებსაც მხოლოდ ერთი ოლიგარქის გულის მოგების მიზნით აკეთებს.
ასე გამოეხმაურა ცისკარიშვილი პარლამენტში გიორგი თარგამაძის გამოსვლას.
მისი თქმით, გიორგი თარგამაძეს დიდი ამბიციები აქვს, რადგან იგი ყველა სოციალური ჯგუფისა და მოქალაქის სახელით გამოვიდა.
"თქვენ გვესაუბრებოდით სხვადასხვა პრობლემების შესახებ, თუმცა, არც ერთხელ პრობლემის გადაჭრის გზებზე არ გისაუბრიათ. გვაკრიტიკებთ და ალბათ ეს თქვენი ფუნქციაა, მაგარმ როცა მხოლოდ ცუდს ხედავთ, ეს თქვენი პრობლემაა", - მიმართა ცისკარიშვილმა თარგამაძეს.
ცისკარიშვილმა დღევანდელი და შევარდნაძის დროინდელი საქართველოს შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.
" წინა წლებთან შედარებით ბევრი რამ გაკეთდა. სხვადასხვა მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და დიდი რესურსებია დასახარჯი, მაგრამ ეს რეფორმები აუცილებლად გაგრძელდება", - აღნიშნა ცისკარიშვილმა

















