საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მიხეილ მაჭავარიანს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლაშა თორდია ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრის კანონიერებას გააკონტროლებს.
ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ლაშა თორიდიას აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა და გადაწყვიტა მეტი დრო კახეთში გაეტარებიან, უმრავლესობაში თორდიას კანდიდატურა განიხილებოდა, რომელსაც დამტკიცების დროს მხარს დაუჭერენ.
„ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ამ სამსახურის გარდაქმნის, რომ მის მიმართ ხალხის ნდობა ამაღლებულიყო და საბიუჯეტო თანხების კონტროლზე მოქნილი მექნიზმი ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ, თორდია გააგრძლებს დაწყებულ გზას, რომლის მიზანია საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრის კონტროლი, რომ მის ხარჯვა ეფექტურად მოხდეს“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს დღეს, დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

















