logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიდერია
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიდერია
10:05 17.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებში შეხვედრებს მართავს.

„მიმდინარეობს ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ საქართველო მართლაც არის უაღრესად წარმატებული და ლიდერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“- - განაცხადა საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ქვეყანაში განხორციელებული ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მხრივ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტის წვერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო დღის წესრიგზე, მათ შორის მთავრობის ინიციატივაზე "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა" რაცხელს შეუწყობს ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ და საკანონმდებლო სტანდარტებს.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამ მხრივ აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, სადაც მტკიცედ იქნა დაგმობილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების ჩატარება გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვით, ამ მიზნით საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის არჩევნებს დააკვირდებიან ევროპარლამენტარები. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას პირობა დააკვირდეს არჩევნებს და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესებთან და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა