ირლანდიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და დუბლინის უნივერსიტეტის (Dublin City University –
DCU) მხარდაჭერით, ერთობლივი სემინარი - „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავი“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ზურაბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“გაამახვილა.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ რობაქიძის ფილმის „მცოცავი საზღვრები“ ჩვენება გაიმართა.
სემინარს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელები, ასევე ირლანდიის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















