logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
16:51 16.10.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“ განიხილა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ წარმომადგენელი, გელა მიქაძე აირჩია.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები გააცნო.

პროექტის თანახმად: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის 4,5%-ით განისაზღვრა, საგადასახადო შემოსავლები 11 200,0 მლნ ლარს შეადგენს, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 2.6%-ის ფარგლებში განისაზღვრება. გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია, როგორც 2019 წელს, ასევე 2020-2022 წლებში,კერძოდ 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%), ხოლო 2022 წლისათვის შემცირდება 21.0%-ზე დაბალ ნიშნულზე.

საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 281.7 მლნ ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით, ფინანსური აქტივების კლებისმაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 365.0 მლნ ლარს.

პროექტით, კომიტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული უწყებებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი მოცულობის ასიგნებები:

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - 4.150 მლნ ლარი;
• საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის - 9.000 მლნ ლარი;
• საერთო სასამართლოებისთვის - 73.000 მლნ ლარი;
• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის -3.750 მლნ ლარი;
• იუსტიციის სამინისტროსთვის -184.895 მლნ ლარი;
• შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 643.5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250,0 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალირანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250,0 ლარით);
• საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალირანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250,0 ლარით ზრდისთვის, ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად;
• საქართველოს პროკურატურისთვის - 36.0 მლნ ლარი;
• სახალხო დამცველის აპარატისთვის - 6,4 მლნ ლარი;
• იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - 6,4 მლნ ლარი;
• სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის - 2.0 მლნ ლარი.

გიორგი კაკაურიძის განაცხადებით, მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლიდან იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და შესაბამისად, აუცილებელი იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა.

„ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება სამსახურის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო თანხები“-აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა, რომელიც ქვეყნაში დოლარიზაციის შემცირებას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდაღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე დ ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი პირის (იურიდიული, ფიზიკურიდა ინდმეწარმე) 2000 ათას ლარამდე სესხი უნდა გაიცეს ლარში და მისი ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა იკრძალება.

პროექტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება და მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტი აზარტული თამაშობების რეკლამის განთავსების მკაცრ რეგულაციას ითვალისწინებს ცალკეულ შეზღუდვებს და დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას განსაზღვრავს.

კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო დასამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში. ასევე, იკრძალება აზარტულიან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა.სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლონიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ამასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა.

თანმდევი კანონპროექტით - „საგადასახდო სისტემისა და საგადასახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, იკრძალება ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება.

კანონპროექტის მიღების მიზეზია აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების აუცილებლობა. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა.

კანონპროექტის მიზანია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის დაწესება. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით.

მოქმედი კანონით აღნიშნული წესიუზენაესი სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედებს და წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ამ წესის გავრცელება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაზეც.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით წარმოდგენილი პარლამენტის რეზოლუციის პროექტის„საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ კენჭისყრის საკითხი.

რეზოლუციის პროექტის თანახმად: 1 საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; 2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; 3.საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.

სხდომაზე, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა იყო, რომლის თანახმად:

„კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის პროექტით წარმოდგენილი მოთხოვნა შეფასების ნაწილში არის მსგავსი 2016 წლის ივნისის პარლამენტის დადგენილებისა, რომლითაც მოხდა 2004 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მმართველობის შეფასება ადამიანის უფლებების კუთხით და იზიარებს იმ დადგენილების შინაარს, რომლითაც მმართველობის ეს წლები შეფასდა როგორც ძალადობრივი და ადგილი ჰქონდა სისტემური დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, თუმცა წარმოდგენილი რეზოლუციის მოთხოვნა, რომელიც ეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად გამოცხადებას, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც განაწილებულია კონკრეტული უფლებამოსილებები ხელისუფლების სამივე შტოს შორის. პარლამენტს არ აქვს უფლება კონკრეტული პირის მიმართ მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და დამნაშავედ ცნობა. ასეთი ქმედება აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, თუმცა საქართველოს პარლამეტს აქვს უფლება გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რაც არაერთი რეკომენდაციით გაუკეთებია სწორედ მითითებულ დადგენილებებში. კომიტეტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, რომ მიუხედავ ასეულობით საქმის გამოძიებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენისა, რომელზეც უკვე დამდგარია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აუცილებელია წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტური, ყოველმხრივი, სრულყოფილი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენის დასჯის და დაზარალებულთა კანონიერ უფლებებში აღდგენის მიზნით“.

კომიტეტის წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა