logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა და ქართველობა
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა და ქართველობა
16:36 16.10.2018
მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი კასპში ამომრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის.

„ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა წესს, სხვა ქალაქებიდან არიან ჩამოყვანილები. მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა.

თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები.

ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს ჰგავს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა