logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის
14:08 16.10.2018
"მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით,“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება.

„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით. ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. ისრაელში საქართველო ნახსენებია ერთადერთ ქვეყანად, სადაც ებრაელები იყვნენ მიღებულნი და მეტიც, აქ ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში ვიმყოფები, მართალია ჩემს წინასაარჩევნო მარათონს აქ არ ვასრულებ, მაგრამ მინდა, შევაჯამო პრიორიტეტები, რაც სამომავლოდ დავსახე. მცხეთას არამხოლოდ წარსულში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მომავალშიც ასე იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ მსოფლიოში თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს.

„ჩვენ ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო დარჩენილი პოტენციალი. თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი დიასპორა არის ძალიან ცნობილი, ჩვენი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი კონტაქტები ექსპორტით და ინვესტიციებით. ყველა ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ამისთვის მოვდივარ მე, ერთად საქართველოსთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა