logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს
პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს
14:03 16.10.2018
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე მისი მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს, იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, ვინც აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა.
მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს: - იცოდეთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენი წმინდა მოვალეობა დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება! ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვისა და თქვენს მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის გამო. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში გახდა თავდასხმის ობიექტი.
ამ საქართველოსათვის სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან ამისათვის. ასე რომ ამ ნაწილში მინდა, რომ პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგას. არსებულ პოლიტიკურ დებატებში ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჩვენ საზოგადოებაში, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე.

მე ეს არაერთხელ გამიცხადებია, რომ ვარ ლოიალური ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ. არა მარტო პოლიტიკური განცხადება გამიკეთებია, არამედ არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა ისხდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე: პირველი, ეს არის ის, რომ თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და სავარაუდოდ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი.

მეორე, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ და გვაფასებენ, რისთვისაც მხარს გვიჭერენ და რის გამოც გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანას, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენ სამშობლოს.

შემაშფოთებელი იყო ტელეკომპანია "იბერიის" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც აქამდე და არც დღეს არ ვაკეთებ ფარული ჩანაწერების შეფასებას. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს არის ის, რომელიც მე მინდა შევინარჩუნო. ამავე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში გამოვლინდა. საქმე ის არის, რომ არაფორმალური ჯგუფების ბრალდებებს: კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, პასუხი გაეცა პოზიციით, რომ თურმე ეს ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი.

თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში ის, რაც საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი ამ არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად.

მინდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძეს მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში.

ხელახლა ვიმეორებ, არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე. კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებზე და პოლიტიკურ შეფასებებზე, რომლებიც ამას მოჰყვება და იმ განცდაზე, რაც საზოგადოებაშია. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერების და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტიან დაცვას. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი, არც კენჭს ვიყრი და არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების გატარება. არაადეკვატური ღიმილი, ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გაღრმავების შემდეგი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერმინისტრს უახლოეს დღეებში, მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა