logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია
მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია
13:34 16.10.2018
საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მინისტერიალის ფარგლებში, თბილისი მაღალი რანგის სტუმრებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონს, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მასპინძლობს. მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მინისტრის აზრით, მსოფლიო სპორტული ხასიათის პრობლემების დღის წესრიგში ძალადობა, რასიზმი, დისკრიმინაცია, დოპინგი, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოწინავე ადგილს იკავებს, შესაბამისად, მინისტერიალი სრულად ეხმიანება სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს და დარწმუნებულია, რომ საპატიო სტუმრების, დელეგატებისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით სასურველ შედეგებს ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზანს საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება წარმოადგენს.
მინისტერიალზე მონაწილეები სპორტში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ ასპექტებზე იმსჯელებენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასთან, მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: 1. სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება 2. ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა
მინისტერიალი ევროპის საბჭოს, EPAS-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა