ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა
პარლამენტართა ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის წევრი, გიორგი ხატიძე გამოვიდა და ამ მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თავის სიტყვაში საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი ხატიძემ გაუსვა ხაზი საქართველოს მზადყოფნას, 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლოს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმს, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით ტარდება.

















