logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელმა ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა
გიგი წერეთელმა ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა
12:08 16.10.2018
ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა სიტყვით მიმართა, რომელმაც საპარლამენტო დიალოგის და ეუთოს ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეუთოს რეგიონში მცხოვრები მილიარდამდე მოქალაქე ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 15% დამოკიდებულია დიპლომატიაზე, რათა მათ მშვიდობის დამყარებაში წარმატებებს მიაღწიონ, განთავისუფლდნენ ზეწოლისგან, დისკრიმინაციისგან, სიღარიბისა და ძალადობისგან. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია ეუთოს ვალდებულებების შესრულების პოლიტიკური ნების არსებობა“ -აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავზე, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ მაშინ, როდესაც დიპლომატია მარცხს განიცდის. „ყოველთვის არსებობს ისტორიის განმეორების საფრთხე, განსაკუთრებით კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის არ არსებობის პირობებში და ჩვენ ყველამ ეს გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ” - მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს.

გიგი წერეთელი საველე პირობებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიების არსებობის როლსა და მნიშვნელობას შეეხო და უკრაინაში განხორციელებული სამუშაოებისთვის, ეუთოს სპეციალურ მონიტორინგის მისიას, საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობა გადაუხადა. მანვე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მონიტორინგის მისიის დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

„ეუთოს პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორგანიზაციის წევრი სამივე სახელმწიფო, ომების შედეგად დაზარალდა და სადაც ეუთოს ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იქ ეუთო არ არის“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ეუთოს ელჩებმა შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის შიდა რეფორმირებაზე, ODIHR-ის მიერ წარმოებულსაარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობებზე და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები მიმოიხილეს.

ვენაში, გიგი წერეთელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას დაესწრო და სემინარზე, სახელმწოდებით - „ეუთო აღმოსავლეთ-დასავლეთის დიალოგის ძირითადი პარტნიორი“ სიტყვით გამოვიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა