ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი
კულტურა” გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ნორვეგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაია ყიფშიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კულტურაზე, ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიასა და უნიკალური დამწერლობის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, იენს ბრაარვიგი და ნორვეგიელი ლინგვისტისა და ქართული ენის მცოდნის ჰანს ფუგტის შვილი, პეტერ ფუგტი წარსდგნენ.
გამოფენა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.
გამოფენა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

















