logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
09:58 16.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. გამომსვლელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ასოცირებული ქვეყნების პროგრესზე და მათ სამომავლო მიზნებზე. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლისთავს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობასა და სამომავლოდ მისი განვითარების ხედვებზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც ქვეყანამ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მიიღო. მინისტრი მიესალმა ევროკავშირის ინიციატივას „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ეფექტური იმპლემენტაციისთვის გაწეულ ძალისხმევას. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პროგრამასთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო ამოცანებთან.

„საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ისე ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის სახით. ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი, და ჩვენ აუცილებლად ვიმსახურებთ უფრო მეტს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში აქტიურად საუბრობენ პრინციპზე მეტი-მეტისთვის, ამიტომ დიფერენცირებული მიდგომა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფორმატის განვითარებისთვის.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს საბოლოო მიზანს, რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული მექანიზმების მიღმა გადადგას ნაბიჯები ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად, რასაც ემსახურება ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ. „ საქართველოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და წევრობისთვის აუცილებელია უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პარტნიორებს ვესაუბრე საგზაო რუკის და იმ პრინციპების შესახებ, რაზეც ის არის დაფუძნებული, აუცილებელია მთი მხრიდან მეტი ჩართულობა“- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სწორედ საიუბილეო თარიღთან იქნება დაკავშირებული ბათუმის ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია.

მინისტერლიას ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატული იქნა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. დავით ზალკალიანმა სხვადასხვა ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მნიშვნელობას ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველყოფაში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალს ლუქსემბურგში 2018 წლის 15 ოქტომბერს უმასპინძლეს. ღონისძიება გაიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრას, ასევ ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა