logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის რაიმე ტიპის შანტაჟი მიუღებელია და ეს დასტურდება იმით, რომ სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის რაიმე ტიპის შანტაჟი მიუღებელია და ეს დასტურდება იმით, რომ სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული
09:44 16.10.2018
„პირველ რიგში ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული"-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის მიერ.

"თვალს ვადევნებთ, რომ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფორმის, რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ ეს კონკრეტული პირი პასუხისგებაშია მიცემული. სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი.
იმდენად აბსურდული ტყუილები მოვისმინეთ, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს.
იმის გარდა რომ შეიარაღებული ფორმირებები თურმე ისე დათარეშობენ რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, რომ ვერავინ ვამჩნევთ, თურმე სუბელიანს უზარმაზარი ინფორმაცია ევროპაში ქონია გადამალული და მაინც ვერავინ დააშანტაჟა.
ჩვენი ხელისულების ხელწერა სწორედ ისაა, რომ ყველა პირმა აგოს პასუხი იმაზე რაც ჩაიდინა, რაც არ უნდა ეცადოს მუქარის და შანტაჟის ენით ვინმეს დაშინებას"-აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმითე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

"მათი ეს რევანშისტული წყურვილი - რაიმე ფორმით და ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათი ეს ოცნება - დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასრულდება. მათი განწყობა და მოტივაცია არის რევანში, საზოგადოების დაშინება და ტერორი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ იმ დანაშაულებრივი სისტემით მიეცეს საშუალება მართოს ქვეყანა. კიდევ ერთხელ წერტილდასმული იქნება ყველაფერი 28 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს პრეზიდენტი“-განაცხადა ოხანაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა