logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი - უცხოურ ლობისტურ კომპანიებზე ხელისუფლება წელს 1.56 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს
სალომე ზურაბიშვილი - უცხოურ ლობისტურ კომპანიებზე ხელისუფლება წელს 1.56 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს
12:46 25.07.2012
ხელისუფლების მიერ უცხოური ლობისტური კომპანიების დაქირავების შესახებ პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ საპატიო თავმჯდომარემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ლობისტებზე 1.56 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როცა კახეთში სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის ხელისუფლება „მეტად მცირე თანხებს იმეტებს, ნიშანდობლივია, რომ ხელი მოეწერა ახალ PR კონტრაქტებს”.
„კერძოდ PRIME POLICY GOUP-თან 6 თვიანი კონტრაქტი დაიდო, რომელიც აღემატება 150 000 დოლარს,ხოლო მეორე - GEPHARD GOVERNMENT AFFAIRS ჯგუფთან 180 000 დოლარის ოდენობისაა. ჯამში ამ წლის დანახარჯი ბიუჯეტიდან ლობისტურ ფირმებზე, ოფიციალური მონაცემებით, 1.56 მილიონ დოლარს აღემატება. ამ თანხაში არ შედის ევროპაში სააკაშვილის PR-ზე დახარჯული თანხები“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისი ინფორმაციით, აშშ-ს კანონმდებლობა ავალდებულებს ლობისტურ ფირმებს, უცხო სახელმწიფოებიდან მიღებული შემოსავალი საჯარო გახადონ.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ამ კომპანიების დაქირავების ოფიციალური მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მიღწევაა.
„ყველამ იცის, რომ ეს საკითხი დიდი ხნით გადავადებულია, ლობისტების აქტიურობის მიუხედავად. ნათელია, რომ ეს ფარია იმ ლობისტური აქტიურობისთვის, რომელსაც სააკაშვილის პირადი იმიჯის გადარჩენა და საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გაშავება ჰქვია“ - აღნიშნულია ზურაბიშვილის კომენტარში.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა საჯაროდ უნდა გაცხადდეს, საკითხი ოფიციალურად უნდა დაისვას პარლამენტში და უცხოელ პარტნიორებთან, ასევე, განემარტოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას - რა არის „ამ ხელისუფლების პრიორიტეტი“.
„დროა პასუხი გაეცეს უცხოურ პრესაში დაბეჭდილ და სწორედ ამ ლობისტების მიერ შედგენილ სტატიებს, რომელშიც ივანიშვილს ადანაშაულებენ PR -ზე „თავისი“ ფულის ხარჯვაში, მაგრამ სიტყვას არ ამბობდენ იმ თანხებზე, რაც უკვე რამდენიმე წელია სააკაშვილს პირადი პოლიტიკური დაცვისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება“ - აღნიშნულია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა