logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ყაზბეგი არის მაგალითი იმისა, რომ რეგიონი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს
სალომე ზურაბიშვილი: ყაზბეგი არის მაგალითი იმისა, რომ რეგიონი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს
09:20 16.10.2018
ყაზბეგი არის მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

“ქვეყანა არ შენდება ერთი ადამიანით. ხშირად წარსულში ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომ გვეგონა, შეიძლება ერთმა პრეზიდენტმა ყველაფერი გადაწყვიტოს და ყველაფერი მოაგვაროს. ადამიანები ადამიანები არიან და ზე-პრეზიდენტები აღარ არიან, ყოველ შემთხვევაში და ამას არ უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ როგორ შეიძლება ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება ერთად განვავითაროთ ეს რეგიონები. ამ კუთხით ყაზბეგი არის მაგალითი. მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, სადაც ადრე მე ვიყავი ჩამოსული და იყო საკმაოდ ჩამკვდარი, გაშეშებული და უცებ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან სწრაფად, სიცოცხლე დაუბრუნდა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ბევრად მეტი გვინდოდეს და უნდა გვინდოდეს. თუ არ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მეტი ამბიციები, მაშინ არაფერი არ მოხდება. ამიტომ, უნდა მეტი გვინდოდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ისიც უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. აქური მაგალითი და ძალიან სამაგალითოა ეს საქართველოსთვის. აქაური მაგალითია, რომ ყველაფერიიწყება არა მაინც და მაინც სახელმწიფოდან, ამ შემთხვევაში ყაზბეგის გაცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, რაც არის შესანიშნავი და ახალგაზრდების ინიციატივით, რაც არის კიდევუფრო დადებითი და კიდევ უფრო იმ მიმართულების მაჩვენებელი, რომელიც გვინდა დავინახოთ სხვა რეგიონებში. ეს არის საწყისი, გეთანხმებით, არ არის ჯერ ის, რასაც ჰქვია ნამდვილი განვითარება რეგიონის, მაგრამ ესდაწყებული გზა არის ძალიან სწორად დაწყებული და ამიტომ, მე ამ მაგალითს სხვაგანაც ვყვები.

ზურაბიშვილმა ადგილობრივებს საზღვრის დარაჯები უწოდა.

„თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისე, როგორც ადამიანს ხერხემალი ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება. თუ საზღვარიძლიერი არ არის, მაშინ სახელმწიფო ვერ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამრიგად, ამ რეგიონის განვითარება უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ შემთხვევაშიც, მე ვიქნები თქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, წინ წამოიწიოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა