logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
09:17 16.10.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს.



კანონპროექტები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა.



„პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპები, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აღნიშნული პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2018 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება, შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს. 2019 წლის მაჩვენებელი, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს.



დოკუმენტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 365.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 115,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს; გაანგარიშებაში გათვალისწინებულია რომ მიმდინარე წელს საშემოსავლო გადასახადი გადაჭარბებით შესრულდება და მიაღწევს 3 200,0 მლნ ლარს. საბიუჯეტო დეფიციტი განსაზღვრულია მშპ-ის 2.8%-ით.



„ მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 3,6 მლრდ ლარზე მეტი.



საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.



რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს.



წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:



· ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%).

აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7მლნლარს.

· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

· განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 23.7 მლნ ლარით და განსაზღვრულია 1 485.0 მლნ ლარით.

· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 298.1 მლნ ლარი.

· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 324.7 მლნ ლარზე მეტი;

· იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 184.9 მლნ ლარი;

· თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 790.0 მლნ ლარი;

· შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 643.5 მლნ ლარი;

· საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 127.0 მლნ ლარი;



2019 წლის ბიუჯეტში გაზრდილია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ხარჯები და შეადგენს 100,245 მლნ. ლარს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე პროგრამის დაფინანსება იზრდება 205 ათასი ლარით.

დაახლოებით 160 ათასი ლარით, 385 ათასი ლარიდან 545 ათას ლარამდე იზრდება საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

კანონის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს შეადგენს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, მნიშვნელოვანია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გამოინახოს სახსრები, რათა მოხდეს საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს საელჩოებისათვის შესაბამისი შენობების შესყიდვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა აღნიშნული საკითხი წლის ბოლომდეც გადაიჭრას.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, სასურველი იქნებოდა დაკონკრეტებულიყო რამდენი ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემუშავება იგეგმება მომავალ წელს და რა თანხებთანაა ეს დაკავშირებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანმდევი პროექტებიც წარადგინა.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულება განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროექტის დასაფინანსებლად სესხის სახით 40 მლნ. ევროს გამოყოფას. სესხის ხანგრძლივობა იქნება 15 წელი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებული EURIBOR-ზე.

პროექტის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედას, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში განხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების ფარგლებში KFW ასევე გამოყოფს 3 მლნ. ევროს გრანტის სახით, ხოლო ევროკავშირი ამავე პროექტისთვის გეგმავს 7 მლნ. ევროს ოდენობით გრანტის გამოყოფას.



კომიტეტმა ასევე განიხილა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადების თაობაზე ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა სადაც ხდება ტერმინთა ცვლილებები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა