logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს
დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს
17:43 15.10.2018
„აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალ წელს დაფუძნებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს. დღევანდელი მინისტერიალი იქნება ერთგვარი გააზრება იმისა, თუ ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ხელშესახები პროგრესი აქვს,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ასევე მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, თუმცა ქვეყანას ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია, იმისათვის რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო ღრმად წავიდეს. ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგზაო რუკაზე (ROADMAP2EU), რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

„აღნიშნულ შეხვედრას გამოვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გვაქვს, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული როგორც საჯარო დეკლარაციებში, ისე კონკრეტული საქმიანობითაც,“ - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად - 20 შედეგი 2020-სთივს მივიღეთ, გახლავთ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრის განცხადებით, ხელშესახები შედეგების წარმოჩენის კუთხით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა