საქართველოს პრეზიდენტი ლაზიკას მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, შეიქმნება ლაზიკას ეკონომიკური ზონა ზონაზე, რომლის შესახებაც პარლამენტში მალე შევა კანონპროექტი.
მისი თქმით, საქართველოს ყველა ქალაქი, რაიონი და სოფელი თანაბრად უნდა ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში.
ქალაქი ლაზიკა პრეზიდენტის ინიციატივით დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენდება.

















