logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დარჩიაშვილი –თანხის ხარჯვა მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება და არა ივანიშვილის კაპრიზებით
დარჩიაშვილი –თანხის ხარჯვა მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება და არა ივანიშვილის კაპრიზებით
11:33 25.07.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის  მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი რაში დაიხარჯება,ამას საქართველოს მთავრობა და პარლამენტი გადაწყვეტენ.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა ივანიშვილის მიერ 80 მილიონი ლარის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხვის შეფასებისას აღნიშნა.
„ნეტავ, ასეთი გამბედავი განცხადებები თავისი პატრონების მიმართ რუსეთში გაეკეთებინა, დაწყებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მას პირდაპირ ახურინებდნენ „მე–9 არხს“, მაშინ ეთქვა პუტინისთვის ასე“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ძალიან მდიდარი, მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანია, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.
„რას გააკონტროლებს და რას გადაიხდის და როგორ დაიხარჯება ეს ყველაფერი, განისაზღვრება სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით და არა ივანიშვილის კაპრიზებით. მას ჰქონდა კანონდარღევა და ეს თანხა ბიუჯეტის მუხლების მიხედვით დაიხარჯება, იქნება ეს სოციალური პროგრამები, პენსიები, ხელფასები თუ კონკრეტულად სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია -– ეს არის პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტი და არა ივანიშვილის“ – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, თუ ივანიშვილს დამატებითი ქველმოქმედების გაწევა სურს, უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობა პარტიების დაფინანსების შესახებ და დაელაპარაკოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბს.
„საერთოდ, კარგი იქნება გაიხსენოს ამ ადამიანმა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს და არა ფეოდალურ ტყეში, როგორც რუსეთშია მიჩვეული“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, დარჩიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს ჯარიმების გადახდის შემდეგ ყველაფერი წესრიგში ექნება, შესაბამისად, „ქართუს“ და „პროგრეს ბანკს“ დადებული ყადაღა მოეხსნება.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მლნ ლარი გადარიცხა.
როგორც ივანიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეოჩანაწერში აღნიშნავს, ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, დაკისრებული ჯარიმის გადახდა დარჩა.
ივანიშვილის თქმით, მან სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 80 მლნ ლარი ჩარიცხა.
მისი განცხადებით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი და მის ხარჯვაზე "ქართული ოცნება" მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა