logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს
17:08 13.10.2018
ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტი ჩატარდა, რომელზეც თავი მოიყარა 84 წევრი, ასოცირებული და დამკვირვებელი სახელმწიფოს ლიდერმა.

საქართველოს დელეგაციას სამიტზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ორგანიზაციაში 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე წევრი-სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "რეზოლუციას ფრანკოფონიურ სივრცეში კრიზისული სიტუაციების, კრიზისის დაღწევისა და მშვიდობის კონსოლიდაციის თაობაზე". კრიზისისა და კონფლიქტის შემცველ სახელმწიფოებს შორის, რეზოლუცია საუბრობს საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. კერძოდ, წევრმა-სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა; ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული და უპირობო შესრულების საჭიროებას. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა-სახელმწიფოებმა გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას.

სამიტის ფარგლებში წევრმა-სახელმწიფოებმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს რუანდას საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიზ მუშიკივაბო, რომელიც მომდევნო 4 წლის ვადით ჩაანაცვლებს მოქმედ გენერალურ მდივან მიქაელ ჟანს. წევრი-სახელმწიფოები შეთანხმდნენ, მომდევნო სამიტი ჩატარდეს 2020 წლის შემოდგომაზე ტუნისში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა