საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო ქაცარავა ფრანგ სენატორს, პიერ ივ კოლომბას
შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ევოკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და საპარლამენტო დიპლომატიის როლი განიხილა.
„სენატორ კოლომბასთან გარდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობისა, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებზე, რომლებშიც საქართველო და საფრანგეთი ეფექტიანად ითანამშრომლობენ და სადაც კიდევ უფრო მეტი პოტენციალია",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხებოდა საფრანგეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და საქართველოს საგარეო კურსის დღის წესრიგს.

















