logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჯონ ბოლტონის ვიზიტი აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება
დავით ზალკალიანი: ჯონ ბოლტონის ვიზიტი აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება
11:27 13.10.2018
„ელჩ ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი ემსახურება აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და აშშ-ს მეტ ჩართულობას ამ პროცესებში, ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე რეგიონში. მისი შეფასებით ვიზიტი ადასტურებს,რომ აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში, საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ჩვენი პარტნიორობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობას პრიორიტეტულ ადგილს ანიჭებს.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციამ თეთრ სახლში შეხვედრა გამართა ელჩ ჯონ ბოლტონთან.

"აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება და განამტკიცებს საქართველოს, როგორც აშშ-ს რეგიონული მოკავშირის როლს. საუბარი ასევე შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჭრილში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ელჩ ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს აშშ-ს ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსის მიმართ"-აცხადებენ საგარეო უწყებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა