logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარუდგინა
დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარუდგინა
11:23 13.10.2018
საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაც გააცნო დოკუმენტი - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (ROADMAP2EU).



შეხვედრა საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა. მისი შეფასებისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ვისმენთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტების გავაცნოთ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპული ინტეგრაციის კუთხით.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა საგზაო რუკის სახით.



ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ნოემბერში გაიმართება. მინისტრის შეფასებით, ეს გახლავთ უპრეცედენტო ხასიათის ფორმატი, რომლის მსგავსიც არცერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას არ აქვს.



„მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“ ასეთია იმ კონცეპტუალური დოკუმენტის სლოგანი, რომელიც დღეს წარედგინა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უწყების მკვლევარებს. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და რეფორმების კონსოლიდაციას. საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და სათანადოდ გამოყენებას. დოკუმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, გამჭირვალობა-თანმიმდევრულობა-პროგნოზირებადობა .



საგზაო რუკა ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოვებას, ევროპის სააგენტოებთან და პროგრამებთან მეტ ჩართულობას. დოკუმენტი უზრუნველყოფს მეტი პრაქტიკული ელემენტების წარმოჩენას და დანერგვას ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის ირგვლივ ორგანიზებული ღონისძიებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ მეტ ჩართულობას და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა