პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვშვილმა საფრაგენთში ვიზიტისას ევროსაბჭოს
გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„იმ დროის განმავლობაში, რაც მე საქართველოს დელეგაციას წარმოვადგენ, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე სხვადასხვა ვალდებულებებს არღვევს, რაც ევროსაბჭოს მხრიდან აქვს დაკისრებული“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისათვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
„მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები იმ დამკვირვებლებთან გვქონდა, რომლებიც ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოდიან და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას გაამყარებს ევროსაბჭოში,“-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

















