საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის
მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
გიორგი გახარიამ ჯორჯ კენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

















