logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
17:16 10.10.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ფუად ნაგიევთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სვანეთში „თეთნულდის“, აგრეთვე მაღალმთიანი აჭარის „გოდერძის“ უღელტეხილზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობის და ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანების შესახებ, რასაც კავკასიის რეგიონში ანალოგი არ მოეპოვება.

ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელ ტურისტთა რაოდენობის ზრდას საქართველოში, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი წლიდან პირდაპირი ავია-რეისის განხორციელება „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ მიმართულებით.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ფუად ნაგიევმა ინტერესი გამოხატა გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა