logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
15:14 10.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქათველო-გერმანიის მჭიდრო მეგობრობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული მოვლენის უაღრესად დიდ მნიშვნელობას, არა მხოლოდ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, არამედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების გათვალსწინებითაც და აღნიშნა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეწუყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დასახული ამოცანები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების რეგულარული კონტაქტისთვის შესაბამისი ფორმატების არსებობის მნიშვნელობაზე, რასაც ასევე ხაზი გაუსვა კანცლერმა მერკელმა თბილისში ვიზიტის დროს.

გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე აღინიშნა გერმანიის ჩართულობისა და მისი როლის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, დადებითად შეფასდა საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ასევე საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის“ სახით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას და დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა