ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა სააკაშვილს პოლიტიკურ დებატებზე კახა თარგამაძისთვის გადახდილი მადლობა შეახსენა.
პრეზიდენტი ახვლედიანს შეეკამათა და უთხრა, რომ კახა თარგამაძისთვის მადლობა არასდროს გადაუხდია.
"თქვენ, კახა თარგამაძეს მადლობა გადაუხადეთ არჩევნების კარგად ჩატარებისთვის," – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს.
გიორგი ახვლედიანი იმის გარკვევასაც შეეცადა, აპირებს თუ არა სააკაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობის დატოვებას.
"ნუ გაუყვებით მუბარაქის და კადაფის გზას" – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს.

















