logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა
11:16 10.10.2018
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიამ 5 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაციები გამოსცა.აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას,მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, და მიმართავს:

1. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

ა) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგანკონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთებისთუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, მათ შორის, წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებით გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.

ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა. აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

გ) იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

დ) ადგილობრივ დონეზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციებით დაწესებული ვალდებულებები და მათ შესრულებაზე კონტროლი, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა მათი კანდიდატების სააგიტაციო მასალის განთავსება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა