logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს
ირაკლი სესიაშვილი: მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს
18:10 09.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ მედია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რამაც შეიძლება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს.

სესიაშვილი თავის განცხადებაში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიასა და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი საერთაშორისო არენაზე შელახოს.

მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობას, როდესაც სახეზე გვაქვს მოვლენების ცალმხრივად და ზედაპირულად გაშუქების ფაქტები. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი დარღვევისა და გადაცდომის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ რეაგირება არის დროული და ადეკვატური.

მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ამ ინტეგრაციის გზაზე უდიდესი კონტრიბუტორის - შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინსიტროს დისკრედიტაცია ყოვლად დაუშვებელია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეიძლება უნდოდეს.

აღსანიშნავია ის რეფორმები რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინსიტროში განხორციელდა.
სამინისტროს და შეიარღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოხდა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების ხედვა „ტოტალური თავდაცვის“ ახლებულ ხედვას დაეფუძნება და რეზერვის ახალი საპილოტე პროგრამა ამ ხედვის ნაწილია, რომელიც დაწყებულია და მასში ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტებიც უკვე აქტიურად ჩაერთვნენ.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ტანკ-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.

მსურს აღვნიშნო ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ვმონაწილეობდი, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების მხარდამჭერი ცოტა ხნის წინ გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც არაერთი განცხადება გაკეთდა. კერძოდ:

• ნატოს მოკავშირე ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც უფრო ეფექტურ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებსა და მოდერნიზებულ შეიარაღებულ ძალებს გულისხმობს.
• აშშ-ს მხრიდან მკაფიოდ და ღიად იქნა აღიარებული თავდაცვის მინისტრის მიერ გატარებული რეფორმები და მან ამისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. მეტიც, აღნიშნული რეფორმები თავდაცვის მდივნის თქმით სამაგალითოა, როგორც ნატოს პარტნიორი ასევე წევრი ქვეყნებისთვისაც.
• ამერიკისგან მოხდა მყარი პირობის მიღება და შეთანხმება რომ ის გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რუსეთის აგრესიის შეკავების საქმეში, რაც აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერაში გამოიხატება, რაც მინისტრ იზორიას მიერ გაცხადდა.
• თავდაცვის სამინისტროში წარმატებული რეფორმების შესახებ მეტყველებს ნატოს სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის უპრეცედენტოდ ღია მხარდაჭერა, როდესაც მან აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა.
• ნატო-საქართველოს კომისიაზე მინისტრ იზორიას მიერ წარდგენილი ახალი ინციატივები ნატო-საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და თანამშრომლობის ფორმატთან მიმართებით დადებითად შეფასდა. კერძოდ, აშშ-მ ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივას პოზიტიურად შეხვდა.

ჯამში, დინამიკა ცალსახად მზარდია და ნატოს ყოფნა საქართველოში უფრო ხილვადი ხდება. მომავალ წელს უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები და მრავალეროვნული სწავლება - „მტკიცე სული“ ჩატარდება. ეს ყოველივე არის მკაფიო პოლიტიკური და პრაქტიკული გზავნილი, რომ ჩვენ ევროატლანტიკური გუნდის ნაწილი ვართ.

გარდა ამისა, სწორედ ბატონ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში განვითარდა განსაკუთრებით საპარლამენტო თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან.

ჩვენი შეირაღებული ძალების განვითარება ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამიტომ, აუცილებელია, თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს საერთაშორისო არენაზე,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა