logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს
18:08 09.10.2018
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ძირითადი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსია მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და მაკროეკონომიკური პარამეტრები კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიუჯეტის პროექტი იმ პოლიტიკურ დოკუმენტზეა დაფუძნებული, რომელსაც პარლამენტმა, მთავრობის დამტკიცებასთან ერთად, მხარი დაუჭირა. მინისტრის მოადგილემ მომავალი წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით განისაზღვრა, მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი კი 3.5%-ს შეადგენს.

„2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ. ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი 57.9 მლრდ. ლარამდე გაზრდა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს - მომავალი წლისთვის იგი 12 729. 7 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის სახელმწიფო სახსრები 11 268 მლნ-ს, გრანტები - 96.5 მლნ. ხოლო კრედიტები - 1 365 მლნ. ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების და უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობებზეც ისაუბრა და კომიტეტს „ძალოვანი“ უწყებების დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში უწყებების დაფინასება შემდეგნაირად გადანაწილდა:

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 123 მლნ. ლარი
• თავდაცვის სამინისტრო - 790 მლნ. ლარი (იგეგმება მისი დამატებით 70 მლნ-ით გაზრდა).
• შინაგან საქმეთა სამინისტრო - 643 მლნ. ლარი.
• დაზვერვის სამსახური - 13.5 მლნ. ლარი.
• სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 55.5 მლნ. ლარი.
• ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური - 6.3 მლნ. ლარი.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ასიგნებებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა, სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ მთელ რიგ მიმართულებებთან და პროგრამებთან საბიუჯეტო თანხები გაზრდილია, თუმცა რეფორმების გაგრძელების, ახალი მიდგომების დანერგვის და ხელფასების მატების თვალსაზრისით, მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფის საჭიროებები არსებობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, სამართლიან მიდგომას უმცროსი რანგის ოფიცრებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნა წარმოადგენს, რათა სახელმწიფო სამსახურებიდან კადრების გადინება არ მოხდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ხელფასების მატებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმა და ანალოგიური მიდგომის გათვალისწინება სხვა სამსახურების მიმართაც მოითხოვა.

„კომიტეტს ვთავაზობ ცალკეულ უწყებებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრების გამართვას, სადაც არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე ვისაუბრებთ, არამედ მიმოვიხილავთ თუ რას ვაპირებთ და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. აღნიშნული ინფორმაციის დეტალური გაცნობა საშუალებას მოგვცემს, რომ ფინანსთა სამინისტროს მივმართოთ კონკრეტული პროგრამების და მიმართულებების დაფინანსების მოთხოვნით. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ერთი კვირის ვადაში მინიმუმ სამ უწყებას სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ, რათა მათი გამოწვევები და საჭიროებები კიდევ უფრო ნათლად იქნეს დანახული“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანს „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ქართულ კანონმდებლობაში სრული ადაპტირება წარმოადგენს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა