logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა
რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა
16:34 09.10.2018
რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამ, საგანგებო დავალებათა ელჩის, შალვა ცისკარაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე წელს, ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე, კარგი მმართველობის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე საგანგებო სესია მიმდინარე წლის დეკემბერში მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ თემებს დაეთმო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც, რუსული მხარე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას განაგრძობს. რუსეთს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებული აქვს და ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯებს დგამს.

შალვა ცისკარაშვილმა გამოსვლაში ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მექანიზმებს შეღწევის შესაძლებლობა არ აქვთ.

შალვა ცისკარაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატების მნიშვნელობაზე ისაბრა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის, როლს ამ ფორმატების ფუნქციონირებაში.

მან, აგრეთვე რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაზე ისაუბრა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.


გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა რუსეთის ფედერაციის მიერ მინსკის შეთანხმებებისა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გამართულ დისკუსიებსა და მის დოკუმენტებში სათანადოდ უნდა აისახოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა